პარკს თაუნი ახალი მასშტაბური პროექტია, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრთან ძალიან ახლოს, მზარდად განვითარებად და განახლებად ქუჩაზე, კიკვიძის პარკის მოპირდაპირე მხარეს, ცოტნე დანიანის N305-313 -ში.
უბანი პარკის კონცეფციით გაშენდება 20 768 კვ.მ-ზე და მოიცავს 4 ფაზას. პროექტი ითვალისწინებს ახალი ეკოლოგიური საცხოვრებელი ადგილის გაჩენას, რომელიც გამოირჩევა გამწვანებული სივრცეების მრავალფეროვნებით. თქვენ იცხოვრებთ, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეკრეაციულ ზონასთან ,,კიკვიძის პარკთან’’ და ასევე გექნებათ საკუთარი 10 709 კვ.მ მოცულობის დაცული პარკი საცხოვრებელს ეზოში.
B ბლოკი – ფაზა I
15 სართულიანი ენერგოეფექტური შენობა, გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით და პანორამული ხედებით ქალაქზე.
იგი მოიცავს 225 ბინას, კომერციულ სართულებს და ავტოსადგომს.
- მიწის ნაკვეთის ფართობი – 6410.0 მ2
- განაშენიანების ფართობი – 21118.2 მ2
- საერთო ფართობი – 17959.1 მ2
- საცხოვრებელი ფართობი – 10184.5 მ2
- კომერციული ფართობი – 892.3 მ2
- საზაფხულო ფართობი – 1776.2 მ2
- კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი – 2689.9 მ2
- დამხმარე ფართობი – 397.0 მ2
- ავტოსადგომის ფართობი – 2019.2 მ2
(78 მანქანის ადგილი)
გარე სივრცეები
10 709 კვ.მ-ზე მოეწყობა რეკრეაციული, მოსასვენებელი და გასართობი სივრცეები.
საბავშვო მოედანი
პარკის კონცეფციის შექმნის დროს, ერთ-ერთი მთავარი სივრცე დავუთმეთ საბავშვო მოედანს, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თქვენი შვილები ჯანსაღ გარემოში გაიზარდონ
სპორტული მოედანი
კიდევ ერთი ფუნქციური ზონა, რომელიც პარკს თაუნში დაგხვდებათ, არის ღია ტიპის ხელოვნურსაფარიანი მოედანი, სადაც თქვენ შეძლებთ ეზოდან გაუსვლელად დაკავდეთ სპორტით ნებისმიერ დროს.
გამწვანებული ბაღი
პარკის კონცეფციას ასევე ამართლებს რეკრეაციული სივრცე, რომელიც გაამწვანებს და გახდის მეტად ეკოლოგიურ ადგილს სადაც იცხოვრებთ.
ველო ბილიკი
ველომოყვარულებისთვის საუკეთესო გარემოა შექმნილი პარკს თაუნის მრავალფუნქციურ კომპლექსში, რადგან თქვენ შეძლებთ დაკავდეთ თქვენი საყვარელი სპორტით დაცულ და უსაფრთხო გარემოში.
ადგილი შინაური ცხოველებისთვის
სივრცე თქვენი შინაური ცხოველებისთვის ეს არის ადგილი სადაც, ისინი შეძლებენ სოციალიზაციას და შეიძენენ მეგობრებს. რაც
მთავარია ამისთვის თქვენ არ მოგიწევთ შორს წასვლა სახლიდან.
საცურაო აუზი
კომპლექსის შიდა სივრცეში თქვენ დაგხვდებათ საცურაო აუზი, სადაც შეძლებთ განტვირთვას და დასვენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში
ფიტნეს დარბაზი
საცხოვრებლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ ივარჯიშოთ, რაც გაგიმარტივებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას და დაზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
კაფე-რესტორნები.
ანტრეს ტიპის კაფე-რესტორნები დამატებით კომფორტს შექმნის, როგორც უბნის მაცხოვრებლებისთვის, ასევე ადგილზე დასაქმებული ადამიანებისთვის.
ბიზნეს სივრცეები
კომპლექსის თანამედროვე არქიტექტურა და დიზაინი, მოსახერხებელი მდებარეობა, საოფისე და კომერციული ფართების მრავალფეროვნება, მას ასევე მიმზიდველს ხდის სხვადასხვა ბიზნესისთვის. აქ განხორციელებული ინვესტიცია გარანტირებულად
მომგებიანი და წარმატებული იქნება.